ზუგდიდში, ძლიერი წვიმის შედეგად სახლები, ეზოები და ქუჩები დაიტბორა

ზუგდიდში, უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა. დაზიანდა ავეჯი, საოჯახო ტექნიკა და ნივთები.

ქალაქში სატრანსპორტო საშუალებები შეფერხებით გადაადგილდებიან.

არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებით, მძიმე ვითარებაა მესხიას, გამსახურდიას, ქუთაისის და თავისუფლების ქუჩებზე.

რამდენიმე უბანში სახლების პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები