სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გურიაში მომხდარი სტიქიის გამო, საავტომობილო მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდული იყო. ავტოტრანსპორტი სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზით გადაადგილდებოდა.

მსგავსი თემები