მაროკოში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – არის მსხვერპლი

მაროკოში, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, 300-მდე ადამიანი დაიღუპა. დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს 150-ზე მეტი პირი.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მოხდა. 19 წუთის შემდეგ კი, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა.

სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით, ატლასის მთებში, 18,5 კილომეტრის სიღრმეში, დაფიქსირდა.

სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.

მსგავსი თემები