უკრაინის დაზვერვამ რუსეთის სტრატეგიული ობიექტების სია დაადგინა, რომლებიც განადგურებას ექვემდებარება გამოქვეყნდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ობიექტების სია დაადგინა, რომლებიც განადგურებას ექვემდებარება. ამის შესახებ გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკიმ ისაუბრა.

„ჩვენ ვმუშაობთ მეთოდურად, ვადგენთ ყველაზე კრიტიკულ სამიზნეებს და ობიექტებს თავად რუსეთის ფედერაციისთვის. სამხედრო ობიექტებს, თავდაცვის-სამრეწველო კომპლექსებს, რომლებიც უზრუნველყოფს რაკეტების, თვითმფრინავების წარმოებას, რაც ეხება ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედი რუსული სამხედრო ჯგუფების ლოჯისტიკის უზრუნველყოფას.

ამიტომ ჩვენ გვაქვს ბევრი სამიზნე, ისინი ყველა დანომრილია, იერარქიულად არის განსაზღვრული, მათი მნიშვნელობა განისაზღვრება და მიზანმიმართულად ვანადგურებთ პოტენციალის შესამცირებლად, დომინოს ეფექტის მისაღწევად, როდესაც ერთი საწარმოს განადგურება გამოიწვევს მასზე დამოკიდებულის სამხედრო პროდუქციის წარმოების შეწყვეტას“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამ მიზნებისთვის უკრაინა იყენებს არამხოლოდ სარაკეტო სისტემებს, არამედ შესაბამის სადაზვერვო დანაყოფებს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეც.

მსგავსი თემები