ხმის ჩანაწერების მუზეუმი სიემენში (ვიდეო)

სიემენი ეს არის ეკონომიკური, ტურისტული და ისტორიული ქალაქი, რომელიც გამორჩეულია მუზეუმების სიმრავლითა და კულტურული სანახაობებით. კუნძული გულანგიუ სწორედ ქალაქ სიემენში მდებარეობს. ერთ-ერთი მუზეუმი, რომელიც ამ კუნძულზეა განთავსებული, ხმის ჩანაწერების მუზეუმია.

მუზეუმში დაცულია ყველაზე ძველი მუსიკალური ინსტრუმენტები, ფირები, მელოდიები, საოპერო შესრულება და ათასობით ჩანაწერი, რომელიც ჩინეთის ისტორიას წარმოადგენს. აქ ყველაფერი ციფრულია. ღილაკზე თითის ერთი დაჭერით ეკრანზე ჩინეთის კულტურული ცხოვრება გადაიშლება. ერთად დავათვალიეროთ მუზეუმი და მოვუსმინოთ ჩანაწერებს.

ეკა გულუა პეკინიდან

კუნძული გულანგიუ – სამოთხე დედამიწაზე (ვიდეო)

მსგავსი თემები