ლიეტუვამ უკრაინას მილიონნახევარი ვაზნა გაუგზავნა

ლიეტუვა უკრაინის უწყვეტ სამხედრო მხარდაჭერას და დახმარებას აგრძელებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ომში მყოფ ქვეყანას მილიონნახევარი ვაზნა გაეგზავნა.

ცნობისთვის, ლიეტუვამ უკრაინას გადასცა: Mi-8 შვეულმფრენები, L-70 საზენიტო ტყვიამფრქვევები საბრძოლო მასალებით, M113 ჯავშანტრანსპორტიორი, მილიონობით ვაზნა, საბრძოლო მასალა ყუმბარმტყორცნისთვის. ასევე, მალე გაიგზავნება უკრაინაში NASAMS-ის სარაკეტო სისტემები. 2024-2026 წლებში კი მოსალოდნელია 200 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემა.

მსგავსი თემები