აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 162კმ-ში ძლიერი მიწისძვრა იყო

აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა იყო. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, საქართველოს საზღვრიდან 162კმ-ში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.

მიწისძვრა თბილისის დროით, საღამოს დაახლოებით 9-ის ნახევარზე მოხდა.

სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები