რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, კონტრაქტის საფუძველზე, იანვრიდან 280 000 ადამიანი შეუერთდა

რუსეთის შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო სამსახურს, იანვრის შემდეგ, დაახლოებით 280 ათასი ადამიანი შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ავრცელებს.

„თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 1-ელი იანვრიდან, შეიარაღებული ძალების რიგებში, კონტრაქტის საფუძველზე, დაახლოებით 280 000 ადამიანი მიიღეს“, – აღნიშნა მედვედევმა.

ცნობისთვის, გასულ წელს რუსეთმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების შემადგენლობის 30%-ზე მეტით, 1.5 მილიონამდე გაზრდას გეგმავს.

მსგავსი თემები