სახელმწიფო მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის

სახელმწიფო მზად არის მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს.

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.

რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

სახელმწიფო არ დატოვებს მევენახე-ფერმერებს სტიქიით მიყინებული ზარალის პირისპირ მარტო და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას.

მსგავსი თემები