,,უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ცენტრზე დამოკიდებულება, ან მიბმულობა თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა” – ფაშინიანი

სომხეთის უსაფრთხოების ერთ ცენტრზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა. სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციას ცდილობს.

„სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99,999%-ით რუსეთთან იყო დაკავშირებული, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენაში. მაგრამ დღეს, როცა რუსეთს თავად სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, ცხადია, რომ ვერ უზრუნველყოფს სომხეთის უსაფრთხოების საჭიროებებს სურვილის შემთხვევაშიც.

ამ მაგალითმა უნდა დაგვანახოს, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ცენტრზე დამოკიდებულება, ან მიბმულობა თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ შეცდომის მწარე ნაყოფი გავსინჯეთ, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციისთვის”, – თქვა მან La Repubblica-სთან ინტერვიუში.

მსგავსი თემები