რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – არიან დაღუპულები

2 სექტემბერს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ვუგლედარი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა.

როგორც დონეცკის ოლქის პროკურატურა ამბობს, დაღუპულებს შორის 43 წლის კაცი და მისი 42 წლის მეუღლე იყვნენ. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დარტყმა საცხოვრებელ კორპუსებზე განხორციელდა. აფეთქებებმა საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელის ნაწილი გაანადგურა, დაზიანდა ჭერი, ფანჯრები და აივნები.

მსგავსი თემები