ოლიგარქ იგორ კალამოისკის კიევის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოლიგარქ იგორ კალამოისკის კიევის სასამართლომ აღკვეთის სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ალტერნატივის სახით კი გირაოს, თითქმის 510 მილიონი გრივნას გადახდა დააკისრა. ის წინასწარ პატიმრობაში 31 ოქტომბრამდე დარჩება. კალამოისკი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებენ და სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. თავად ბრალდებულს კი სასამართლოზე დღეს არაფერი უთქვამს.

კალამოისკის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე და 209 -ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება, რაც თაღლითობას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს.

გამოძიების თანახმად, კალამოისკიმ 2013-20 წლებში მილიარდ ხუთასი მილიონი გრივნა გაათეთრა და უკრაინის საზღვრებს გარეთ გაიტანა.

მსგავსი თემები