კასპში შშმ პირის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

კასპში შშმ პირის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მსხვერპლი კლინიკაშია მოთავსებული. გიორგი ედიშერაშვილის ოჯახის წევრები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

,,მოდი, გიორგი, წამოდიო, გაგაგულავებო, ეგრე მითხრაო…წიხლები მირტყესო და მუშტებიო, დაბლა დამაგდესო და მირტყესო, სამნი ყოფილან… ყბა ჰქონდა დასიებული, თვალი ჩალურჯებული, ყური გასიებული, თავში ნაცემი, სულ დაკაწრული…მკლავები დალურჯებული, ნეკნი გატეხილი”, – ამბობს ედიშერაშვილის ოჯახის წევრი.

მსგავსი თემები