ამერიკელი და ევროპელი მაღალი რანგის პირები სოფელ ოძისში ჩავიდნენ

ამერიკელი და ევროპელი მაღალი რანგის თანამდებობის პირები სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.

,,პირველად არ ვარ საოკუპაციო ხაზთან. აქ უკრაინაში ომის დაწყებამდეც ნამყოფი ვარ. სამწუხაროა, ყოველ ჩამოსვლაზე ვრწმუნდები, რომ მოლაპარაკებების გზით სასურველ შედეგებს ვერ ვიღებთ და ოკუპაცია გრძელდება. ეს ქვეყნის მთავრობის პასიური ქმედებების შედეგებია. სამწუხაროა, ისიც რომ თავის დროზე რუსეთს მკაცრი სანქციები არ დაეკისრა. ახლა უკრაინის მაგალითზე სიტუაცია შეიცვალა და რუსეთს საკმაოდ მკაცრი სანქციები დაეკისრა. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.

არსებული ინფორმაციით, დიპლომატებმა უკვე დატოვეს საოკუპაციო მიმდებარე ტერიტორია. ისინი ადგილზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას ეცნობოდნენ.

მსგავსი თემები