უკრაინაში დაღუპულ ნიკოლოზ ახვლედიანს დღეს დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ნიკოლოზ ახვლედიანს, დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

მისი სამოქალაქო პანაშვიდი თავისუფლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი სამების ეკლესიაში, მიმდინარეობს, სადაც მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები იმყოფებიან.

არსებული ინფორმაციით, 42 წლის მებრძოლი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ის მტრის შეტევას ბახმუტთან ემსხვერპლა.

მსგავსი თემები