ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ადგილობრივი დროით 16:30 საათის შემდეგ მოხდა და ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ოკუპანტების სამიზნე ამჯერადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იყო, თუმცა კორპუსზე ჩამოგდებული რაკეტა არ აფეთქდა.

დაბომბვის შედეგად, დაზიანდა სასაფლაოს ტერიტორია.

ცნობისთვის, კრამატორსკი დონეცკის რეგიონის უკრაინის მიერ კონტროლირებადი ნაწილის ადმინისტრაციული ცენტრია. მისგან ფრონტის ხაზამდე დაახლოებით 30 კილომეტრია.

მსგავსი თემები