უამინდობის გამო, შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა დასავლეთიდან რიკოთის უღელტეხილის მიმართულებით. მძღოლებს საათობით უწევთ საცობში დგომა.
არსებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ზესტაფონის მუნიციპალიტეტი და მიმდებარე სოფლები. უხვი ნალექი ქვეყნის მასშტაბით წუხელ ღამით დაიწყო, ზოგიერთ რეგიონში წვიმა ახლაც გრძელდება.