უკრაინა და საფრანგეთი უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივ დოკუმენტზე იმუშავებენ

უკრაინა და საფრანგეთი უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივ დოკუმენტზე იმუშავებენ. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება მიმოიხილეს და განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების სპეციფიკა და „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმებაც.

,,მნიშვნელოვანი შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებზე: ჩვენი გუნდები, უკრაინა და საფრანგეთი, იმუშავებენ ორმხრივ დოკუმენტზე გარანტიების შესახებ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უსაფრთხოების გარანტიები გათვალისწინებულია უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელზეც G7-ის ქვეყნების (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, საფრანგეთი, იტალია და იაპონია) ლიდერები 12 ივლისს შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინამ დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

მსგავსი თემები