,,შემთხვევით მოხდა, მე რა შუაში ვარ, ვერ გავიგე” – ვასილ ჩიგოგიძე

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე ჩოხატაურში, ენმ-ის წევრებზე მომხდარი თავდასხმის ორგანიზებას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ თავდასხმაში მონაწილე პირებს კარგად იცნობს.

,,საიდან მოიტანეს, მოსახლეობასთან ბაზარში შევიდნენ და ეს ინციდენტი მოხდა შემთხვევით. მე რა შუაში ვარ, ვერ გავიგე. მე ვიცნობ თავდამსხმელებს და მიყვარს ეს ხალხი. არ ვიცი, რა ბუკლეტი ჰქონდათ. თურმე ბუკლეტზე წერია, რომ ნოდარ დუმბაძის პარკს ვამახინჯებთ. ნოდარ დუმბაძის პარკს ვაკეთებთ და ვალამაზებთ მთელი ჩვენი ცხოვრებაა.

საკრებულოში შემოიტანეს წინადადება, საკრებულომ განიხილა და გადასცა მერიას. მერია ამას განიხილავს ადგილობრივ ხალხთან, მოსახლეობასთან და თუ მათ აწყობთ, თავიანთ რაიონში, სკვერში, მაკდონალდსს გააკეთებენ, სკვერს გააკეთებენ თუ კაფეს ჩადგამენ, მთავარია, სკვერი არ დამახინჯდეს და ყველაფერი გალამაზდეს. ეს არის ჩემი მიდგომა ამ საკითხთან”, – განაცხადა ჩიგოგიძემ.

მსგავსი თემები