76% ინტერნეტზეა გადასული, წიგნებს, კითხვას და ტელევიზიას აუდიტორია არ ჰყავს

თანამედროვე რეალობაში, ჩინეთის მოსახლეობას ერთ-ერთი უდიდესი ადგილი უკავია, სადაც ყველაფერი გაციფრულებულია. აქ მოსახლეობის 76% ინტერნეტმოხმარებაზეა გადასული. როგორც ჩინეთის უნივერსიტეტის პროფესორმა ზაო ჰანგ ჰაუმ ლექცაზე აგვიხსნა, ამ ეპოქაში ყველაზე მეტად მოხუცებს უჭირთ.

„ჩინეთში მისახლეობის 76% ინტერნეტის მომხმარებელია. წიგნებს და გაზეთებს არავინ კითხულობს და არც ტელევიზორს უყურებენ. კითხვას და ვიზუალს აუდიტორია არ ჰყავს. ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ, გარდა ამისა, ყველაფერი ინტერნეტზეა გადასული, ვაჭრობიდან დაწყებული, ნებისიერი სერვისით დამთავრებული. მაღაზიებში არავინ დადის. ძალიან უჭირთ მოხუცებს, რადგანაც ისინი თანამედროვე რეალობას ვერ ეწყობიან, მათთვის ინტერნეტი და მისი მოხმარება ხელმიუწვდომელია“ – გვითხრა პროფესორმა.

ამიტომ, ჟურნალისტებიც ძირითადად ბლოგერობას და ინტერნეტმედიას არჩევენ. დიდი ქსელები, სავაჭრო ცენტრები კი თითქმის დაიხურა ან იხურება, რადგანაც მათ რეალური, ფიზიკურად მომხმარებლები არ ჰყავთ.

 

ეკა გულუა პეკინიდან

მსგავსი თემები