ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა სოჭში 4 სექტემბერს გაიმართება – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში 4 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებს გამართავს.

„მოლაპარაკებები გაიმართება ორშაბათს, სოჭში“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ერდოღანის სოჭში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციამ დაადასტურა, თუმცა ანკარა თარიღს ჯერ არ ადასტურებს.

 

მსგავსი თემები