სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრის ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაციას ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი გუშინ ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება.

მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. ამასთან, პრეზიდენტს სხვა სამუშაო ვიზიტებზეც უარი ეთქვა.

დღეს კი ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

მსგავსი თემები