წყალი 12 საათით შეწყდება – GWP განცხადებას ავრცელებს

საბურთალოს რაიონის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

„1-ელ სექტემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ნადარეიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს, 1-ელ სექტემბერს, საღამოს 20:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 1-ელ სექტემბერს, საღამოს 20:00 საათიდან 2 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში – ონიაშვილის ქუჩა N61-87, N64-80, ბუდაპეშტის 1-ელ შესახვევს, ბუდაპეშტის ქუჩა N13-29, N14-44, ლვოვის ქუჩა N81-97, ვაზისუბნის ქუჩა N79-139, N78-138, მეგრელაძის ქუჩას, დელისის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის, ნუცუბიძის ქუჩა N1 -47, ,N 2-32, ნადარეიშვილის, კამანის, და ილია აბულაძის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები