,,ჯერ კიდევ ველოდებით თქვენი ორი პატარის გამოჩენას, ჯერ თქვენი დაკრძალვაც კი არ ყოფილა”- ზაზა მესხის ახლობელი

სტიქიის ზონაში  სამძებრო სამუშაოები გრძელდება.  საერთო ჯამში ნანახია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი, ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.

სტიქიას ემსხვერპლა ზაზა მესხი და მისი ოჯახი, რომლის შესახებაც ახლობელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ჩვენო ზაზა, გრძელდება ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიურობა. ზოგჯერ ვიცინით, ვხუმრობთ, გვიხარია ცხოვრების პატარა თუ დიდი სიხარულები, მაგრამ ყოველ დღეს თქვენზე ფიქრი აღამებს, ასე უაზროდ და ტრაგიკულად წართმეულ სიცოცხლეებზე ფიქრი და დარდი, თქვენზე, ყველაზე ერთად, იმ საშინელ დღეს.

ჯერ კიდევ ველოდებით თქვენი ორი პატარის გამოჩენას. ჯერ თქვენი დაკრძალვაც კი არ ყოფილა. გვახსოვხარ, ზაზა ან კი როგორ უნდა დაგივიწყოთ?! ისევ ცოცხლობთ ჩვენ გულებში და ასე იქნება უსასრულოდ. შოვმა უდიდესი დაღი დაგვასვა სულში, მეგობარო“,- წერს ზაზა მესხის ახლობელი.

 

მსგავსი თემები