,,არ ვხუმრობ, ყელში ამოხვედით. აღარ გავიმეორებ. მიდით, მოუხსენით სანქციები დედაჩემს, სწრაფად, თორემ ამას არ გაპატიებთ, ყველაფერზე წავალ” – ამ სიტყვებით ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აშშ-ს მიმართავს.
კადიროვი აშშ-ს ემუქრება.
,,მე უკვე აღარ მიკვირდა შეერთებული შტატებისა და დასავლეთის გადაწყვეტილებები ალოგიკურ სანქციებზე და უცებ ისევ – ახლა ჩემი ძვირფასი დედაა სიაში. ის, რომ ის მარტო საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული, მთელმა მსოფლიომ იცის. პირველი და მეორე ჩეჩნური კამპანია, საქართველო, უკრაინა – ეს ყველაფერი აშშ-ს პროექტებია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ არაფერი ვთქვათ სხვა კონფლიქტებზე მთელ მსოფლიოში”, – აცხადებს კადიროვი.