ჩინური ტრადიციული მედიცინა, ჩინური ნემსები და ცეკვის თერაპია – რეპორტაჟი პეკინიდან

ნემსების ისე მეშინოდა, შორიდან რომ მენახა ცუდად ვხდებოდი. დღეს კი ის მოხდა, რასაც ვერასდროს ვიფიქრებდი. ჩინური ნემსები საკუთარი სურვილით და საკუთარი ხელითაც კი „ჩავირჭვე“.

დღეს ჩინეთის ტრადიციული მედიცინის ცენტრმა გვიმასპინძლა, სადაც მკურნალობის ჩინური ტრადიციული მეთოდები გაგვაცნეს და პრაქტიკაც ჩაგვიტარეს.

ცენტრში მხოლოდ  ტრადიციული მეთოდებით მკურნალობენ. როგორიცაა ე.წ. ცნობილი ჩინური ნემსები,  რომელიც სხეულის სხვადასხვა ადგილებში წერტილოვნად მაგრდება. გააჩნია რა პრობლემა გაწუხებს, ნემსებიც მის შესაფერისად თავსდება კანქვეშ. ასევე, სპეციალური წერტილოვანი და უამრავი სახის მასაჟი, ადგილობრივი ბალახებით თერაპია,  ცეკვის სპეციალური ილეთები, რომელიც სხვადასხვა პრობლემას კურნავს და სხვა.  დანარჩენი კი ვიდეორეპორტაჟში.

 

ეკა გულუა პეკინიდან

 

მსგავსი თემები