ისრაელის საზღვართან გარდაცვლილ გიორგი გიორგობიანს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ

რამდენიმე დღის წინ, ისრაელის საზღვართან გარდაცვლილ გიორგი გიორგობიანს სამშობლოში დღეს ჩამოასვენებენ.

,,ემიგრანტების იმედი” შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგაზრდა კაცი, მოულოდნელად გარდაიცვალა.

„გლოვობს ჩემი ქუთაისი, (უბანი გორა) გარდაიცვალა გიორგი გიორგობიანი. სახეზე ჩამოაფარეთ, რა ახალგაზრდა მოკვდა… მიწისთვის მენანები… ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს… ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ მე შოთო სიხარულიძე ამ უმძიმეს წუთებში, თქვენს გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე…”, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები