,,მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე”- შარლ მიშელი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” ეხმაურება.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს.

,,მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე, თქვენ გაქვთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა.  ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე, ისტორიული შესაძლებლობაა. საჭიროა შემდგომი რეფორმები – მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება,” – წერს შარლ მიშელი.

მსგავსი თემები