ხმაური დელისის მეტროსთან – დაკავებულია 5 ადამიანი

თბილისში, დელისის მეტროსთან ხმაური იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ”ფორმულა” ავრცელებს.

რამდენიმე ადამიანი პოლიციელებსა და მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის ”ფორმულას” ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოყოფა მიაყენეს.

არსებული ინფორმაციით, მათი ნაწილი მაღაზიიდან პროდუქციის მოპარვას ცდილობდა, ნაწილი კი გარეთ ელოდებოდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი ქურდობაში შეამჩნიეს.

”ფორმულას” ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი.

 

 

მსგავსი თემები