უკრაინამ რუსების მიერ გატაცებული კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსების მიერ გატაცებული კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა.

არსებული ინფორმაციით, 2-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნები ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დააკავეს. მათ შორის არიან მშობლის მზრუნველობასმოკლებული ექვსი ბავშვი, ხუთს კი ოჯახი ჰყავს.

,,კიდევ 11 ბავშვი შეძლებს უკრაინის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლას. მათ მოახერხეს სახლში დაბრუნება ოკუპანტების მიერ უკანონო დეპორტაციის შემდეგ”, – ნათქვამია ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები