პოლიციელს, რომელმაც სილაგავა სასიკვდილოდ დაჭრა, შინაპატიმრობა შეეფარდა

დნიპროში, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შინა პატიმრობა მიუსაჯა პოლიციელს, რომელმაც ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სასიკვდილოდ დაჭრა  ჯუმბერ სილაგავა.

ცნობისთვის, 29 აგვისტოს დნიპროში პატრულის ორმა თანამშრომელმა გააჩერა ავტომობილი „იაგუარი“, რომელშიც 38 წლის ჯუმბერი სილოგავა, ქალი და ორი შვილი იმყოფებოდა. სამართალდამცავებსა და მამაკაცს შორის მოხდა დაპირისპირება,რის შედეგადაც პოლიციელმა იარაღმა გამოიყენა: სილოგავა მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ინფორმაციით, სილაგავა მართავდა ავტომობილს და არღვევდა საგზაო მოძრაობის წესებს, ხოლო როდესაც მისი მანქანა გააჩერეს, ის აგრესიულად მოიქცა. გარდა ამისა, მან და მანქანის მგზავრებმა უგულებელყვეს პოლიციის მოთხოვნა.

სოციალურ ქსელში პატრულისა და სილაგავას დაპირისპირების ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ პოლიცია ქალის მანქანიდან გადმოყვანას ცდილობდა, მან კი წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ სილოგავასა და პატრულს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც პოლიციელის მხრიდან გასროლა მოჰყვა.

ეროვნულმა პოლიციამ შიდა გამოძიება დანიშნა და ორივე პატრულის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სილაგავა შესაძლოა ყოფილიყო ერთ-ერთი გავლენიანი ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტის ჯგუფის ნაწილი

მსგავსი თემები