ხერსონზე თავდასხმის შედეგად 13 წლის ბავშვი დაშავდა

გვიან ღამით უკრაინაში, ხერსონის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 13 წლის ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსსამსახურის უფროსი, ალექსანდრ ტოლოკონიკოვი, ავრცელებს.

ტოლოკონიკოვის თქმით, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

როგორც პრესსამსახურის უფროსი ამბობს, გასულ ღამეს ხერსონში ბევრი აფეთქება მოხდა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით ბერისლავის რაიონის სოფელ მილოვეს შეუტიეს.

ცნობისთვის, 1 ივლისს რუსეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხა ხერსონის საცხოვრებელ უბნებსაც. თავდასხმისას ერთ-ერთი ჭურვი სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი დაშავდა.

მსგავსი თემები