ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტობუსში ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა 25 და დაშავდა რვა ადამიანი. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ინდოეთის დასავლეთ შტატ მაჰარაშტრაში, ჩქაროსნულ გზაზე მოხდა.

პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, მძღოლმა საჭეზე კონტროლი საბურავების მწყობრიდან გამოსვლის გამო დაკარგა, რის შემდეგაც ავტობუსი გზის გამყოფ ნაწილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტობუსი ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა. პოლიციის თქმით, ავარიის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება არ ყოფილა.

„ავტობუსს, წინასწარი დასკვნის მიხედვით, პრობლემა არ ჰქონდა. თუმცა, როგორ მოხდა ავარია და ვისი დაუდევრობა იყო ეს, პოლიციის გამოძიების ნაწილია“, – აღნიშნა პოლიციის ოფიცერმა მედიასთან საუბრისას.

მსგავსი თემები