უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობა აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებით წინ წაიწიეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით უკრაინის ტერიტორიის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლების კუთხით კვლავ წინსვლას მიაღწიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

„ბახმუტის მიმართულებით წინსვლა გვაქვს. ფლანგებზე მიმდინარეობს საბრძოლო სამუშაოები, მტერზე ზეწოლა ხორციელდება“, – განაცხადა ჩერევატიმ.

მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით 23 შეტაკება მოხდა, რა დროსაც უკრაინელმა დამცველებმა 116 რუსი სამხედრო გაანადგურეს, დაშავებულთა რაოდენობამ კი 199-ს მიაღწია.

მსგავსი თემები