,,”ოცნებამ” შესაძლოა, პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი სადამსჯელო ოპერაცია მოიფიქროს” – ანა წითლიძე

ენმ-ს წევრი ანი წითლიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ზურაბიშვილის წინააღმდეგ ახალი სადამსჯელო ღონისძიება მოიფიქროს.

ოპოზიციის წევრს მიაჩნია, რომ ქართველ ჟურნალისტებთან პრეზიდენტმა აბსოლუტურად სწორი აქცენტები გააკეთა.

,,ძალიან სწორი აქცენტები და ძალიან ღიად და ცხადად ილაპარაკა იმაზე, რომ მაშინ, როდესაც ჩენ ვდგავართ ისტორიული არჩევანის წინაშე, მაშინ, როცა ჩვენ ველოდებით ისტორიულ შესაძლებლობას, მივიღებთ თუ არა ჩვენ კანდიდატის სტატუსს, მაშინ, როცა  ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს პირიქით. იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ოცნება არის აბსოლუტურად არაადეკვატური, მაქვს მოლოდინი, რომ მათ შეიძლება ასევე რაღაც სადამსჯელო ოპერაცია მოიფიქროს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, – ამბობს წითლიძე.

მსგავსი თემები