აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ”სამუშაო” ვიზიტით ჩრდილოეთ კვიპროსს ეწვია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა ვიზიტით ჩრდილოეთ კვიპროსს ეწვია.

“აფხაზეთი სწავლობს ჩრდილოეთ კვიპროსთან საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს”, – განაცხადა ინალ არძინბამ.

მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჩრდილოეთ კვიპროსის ეკონომიკის განვითარების ტენდენციებს საერთაშორისო სანქციებისა და სახელმწიფოს ნაწილობრივი აღიარების კონტექსტში.

ე.წ. მინისტრს ვიზიტის რუსეთის დუმის დეპუტატი, ალექსანდრე ნეკრასოვი ახლდა, ​​რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ “აფხაზეთის რესპუბლიკა ტურისტებისა და პერსპექტივის თვალსაზრისით მიმზიდველად გამოიყურება”.

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოა, რომელიც კუნძულ კვიპროსის ჩრდილოეთ მესამედს იკავებს. მას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მხოლოდ თურქეთი აღიარებს და დიდად არის დამოკიდებული მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე.

მსგავსი თემები