თეთრი სახლი – ჯო ბაიდენი ივლისში ლიეტუვას, დიდ ბრიტანეთსა და ფინეთს ეწვევა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ივლისში სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას, ფინეთსა და დიდ ბრიტანეთს ეწვევა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ბაიდენი თავდაპირველად ლონდონს ეწვევა და მეფე ჩარლზ III-სა და პრემიერმინისტრ რიში სუნაკთან ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას განიხილავს.

აშშ-ის პრეზიდენტი 11-12 ივლისს ლიეტუვაში, ვილნიუსში NATO-ს 74-ე სამიტს დაესწრება, ხოლო 13 ივლისს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ჩრდილოეთის ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი თემები