დმიტრო კულება გერმანიას – ,,არ გაიმეოროთ კანცლერ მერკელის მიერ ბუქარესტში დაშვებული შეცდომა”

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებამ გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, არ გაიმეოროს ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის შეცდომები უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ შეაფერხოს.

„არ გაიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც კანცლერმა მერკელმა დაუშვა ბუქარესტში 2008 წელს, როდესაც მან სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს“, – აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, ალიანსის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ „გააღო კარი პუტინის საქართველოში შეჭრისა და ყირიმის უკანონო ანექსიისთვის“.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ კიევი ომის დროს ნატო-ში მიღებას არ ელის.

„მაგრამ ომის შემდეგ უკრაინის არმიღება ევროპისთვის თვითმკვლელობა იქნება. ევროპისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის წინააღმდეგ რუსული აგრესიის კარის დახურვისთვის ერთადერთი გზა უკრაინის ნატო-ში მიღებაა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი თემები