საქართველოს რკინიგზა – 3 ივლისს დაგეგმილი რეისების ნაწილი გაუქმდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის გამო სარკინიგზო მიმოსვლა კვლავ შეფერხებული რჩება.

„საქართველოს რკინიგზა“ 3 ივლისს გაუქმებული რეისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

„სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, 3 ივლისს გაუქმდა შემდეგი რეისები:

მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:

#806 თბილისი-ბათუმი 06:30

#805 ბათუმი-თბილისი 14:30

#802 თბილისი-ბათუმი 08:00

#803 ბათუმი-თბილისი 08:10

#808 თბილისი-ბათუმი 10:35

#870 თბილისი-ზუგდიდი 08:40

#12 თბილისი-ოზურგეთი 08:50

#18 თბილისი-ქუთაისი 08:50

#873 ფოთი-თბილისი 07:20

#11 ოზურგეთი-თბილისი 09:00

#17 ქუთაისი-თბილისი 12:25

საგარეუბნო მატარებლები:

#6446 ხაშური-ზესტაფონი 06:50

#6417 ზესტაფონი-ხაშური 06:50

„სხვა რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები