ხარაგაულში 77 წლის მამაკაცი მეწყერმა მოიყოლა

სოფელ მარელისში 77 წლის მამაკაცი  მეწყერმა მოიყოლა. სამძებრო -სამაშველო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ჩართულია ტექნიკაც.

,,მოდიოდა კაცი ხიდზე, იქ რო მივიდა დაუძახეს, „ბუტკამდე“ ვერ მიასწრო. აი, იმ მონაკვეთში უცებ წამოვიდა მიწა, – ამბობს ადგილობრივი.

ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. უამინდობისა და უხვი ნალექის გამო სოფელში მთა ჩამოიშალა. პარალიზებულია სარკინიგზო მიმოსვლაც. ლიანდაგები დაიტბორა, საკონტაქო ქსელი კი წყობიდან გამოვიდაю

მსგავსი თემები