რუსეთში ამბოხის დღეს პუტინი მეგობრის იახტაზე ისვენებდა – მედია

უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსეთში, “ვაგნერის” დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხის დღეს პუტინი მეგობრის იახტაზე ისვენებდა.

Дождь-ის ყოფილ მთავარ რედაქტორზე დაყრდნობით მედია წერს, რომ პუტინი სანქტ-პეტერბურგში, კურდამთავრებულთა დღესასწაულს არასდროს ტოვებს. თუმცა, წელს ფესტივალს ბიზნესმენ კოვალჩუკის იახტიდან უყურა.

მედიის ცნობითვე, პრიგოჟინმა ამბოხის დღესვე განაცხადა, რომ პუტინი ფესტივალზე დასწრებას არ აპირებდა.

შეგახსენებთ, ვაგნერის დაჯგუფებამ 24 ივნისს სამხედრო აჯანყება მოაწყო. სამხედროებმა , პროგოჟინის მეთაურობით ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი დაიკავეს და მოსკოვის მისადგომებთანაც მივიდნენ. ბოლოს, სამხედრო დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება შედგა, რის შემდეგაც დაჯგუფების ლიდერმა უსაფრთხოების გარანტიები მიიღო და უკან დაიხია.

მსგავსი თემები