„მომავალი წლიდან ევრო 5-ის სტანდარტი დაინერგება, ეს აუცილებლად გააუმჯობესებს ავტოპარკს”- ნოე მეგრელიშვილი ”მედიაცენტრ მთავარში”

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და  კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნოე მეგრელიშვილმა ‘‘მედიაცენტრ მთავარში” მთავრობის ახალ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ავტოპარკს გააუმჯობესებს და მავნე ნივთიერების გამონაბოლქვს შეამცირებს.

„მომავალი წლიდან ევრო 5-ის სტანდარტი დაინერგება, რაც გარემოს დამცველების მხრიდან ძალიან მისასალმებელია, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ ევრო 5-ის სტანდარტზე უარესი ავტომობილი საქართველოს ავტოპარკს ვეღარ შეემატება. მოგეხსენებათ, დღეს მოქმედებს ევრო 6-ის სტანდარტი. ეს არის მხოლოდ ერთი საფეხურის ქვემოთ. ეს აუცილებლად გააუმჯობესებს ავტო პარკის, ჩვენს ტექნიკურ მდგომარეობას, ეტაპობრივად გაახალგაზრდავებს მას, რაც, რა თქმა უნდა, შეამცირებს მავნე ნივთიერების გამონაბოლქვს. ავტომობილების უმეტესობა საქართველოში იმ ქვეყნებიდან შემოდის, სადაც ევრო 5-ის  სტანდარტი უკვე მოქმედებს 2013 წლიდან . მაგალითან აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, თურქეთში, იაპონიაში, კანადაში – ეს ქვეყენები სულ მცირე 2013 წლიდან აკმაყოფილებენ ევრო 5-ის სტანდარტს. ავტომობილების 98% შემოდის იმ ქვეყნებიდან, სადაც ეს სტანდარტი მოქმედებს და შესაბამისად წლით შეზღუდვად აბსულუტურად ლოგიკურია,”- განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა ‘‘მედიაცენტრ მთავარში”.

“ჰაერში აზოტის ჟანგეულობის მაღალი კონცენტრაციაა” – ნოე მეგრელიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები