,,სასტიკი ბრძოლებია, მაგრამ ჩვენ წინ მივდივართ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ვინარჩუნებთ და ვაძლიერებთ ჩვენს საოპერაციო დომინანტობას. მე განსაკუთრებით მადლობელი ვარ ბახმუტისთვის, რადგან ჩვენ ამ ზონაში კონტროლს ვზრდით”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, თუმცა უკრაინის ძალები წინ მიდიან.

,,სასტიკი ბრძოლებია, მაგრამ ჩვენ წინ მივდივართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მტრის დანაკარგები ზუსტად ის არის, რაც ჩვენ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში არახელსაყრელი ამინდია და წვიმები ართულებს ჩვენს ამოცანას – ჩვენი მეომრების სიძლიერე შედეგს მაინც იძლევა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია, ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს საბრძოლო ბრიგადებს შესაბამის რაიონებში. მადლობა ჩვენს ბიჭებს ყოველი უკრაინის დროშისთვის, რომელიც ახლა უბრუნდება თავის კუთვნილ ადგილს ახლად დეოკუპირებული ტერიტორიის სოფლებში”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები