ჭიათურაში მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

რამდენიმედღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, ჭიათურაში ცხრქა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. მაღაროელები მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ აქციას უკვე მერვე დღეა მართავენ.

მაღაროელებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. ისინის ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და  შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ.

კომპანია ”ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებსა და მაღაროელებს შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

მსგავსი თემები