,,წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება, მარჯვენა სანაპიროზე დატბორილია 3 600 სახლი”- პროკუდინი

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება. მისი თქმით, 13 ივნისის დილის მდგომარეობით ხერსონის რეგიონში წყალდიდობის საშუალო დონე 2 მ 70 სმ-ს შეადგენს.

,,წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება, 13 ივნისის დილის მდგომარეობით წყალდიდობის საშუალო დონეა 2 მ 70 სმ, რაც 27 სმ-ით ნაკლებია წუხანდელთან შედარებით. მარჯვენა სანაპიროზე დატბორილია 3 600 სახლი 31 დასახლებაში”, – განაცხადა პროკუდინმა.

ცნობისთვის, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები