ნატო-ს სამიტზე მოსალოდნელია,  უკრაინას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი შესთავაზონ – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე მოსალოდნელია,  უკრაინას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი შესთავაზონ. მისი თქმით, ეს ძლიერ მესიჯს გაუგზავნის პუტინს.

„ვფიქრობ, შეიძლება, ელოდოთ ნატო-ს სამიტზე უკრაინის მომავალი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტის ხილვას. ვფიქრობ, ეს პრეზიდენტ პუტინს გაუგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ ის უბრალოდ ვერ დაგველოდება, რადგან ჩვენ ყველა აქ ვრჩებით. ჩვენ მტკიცედ ვართ. უკრაინელ ხალხს, ყველა ჩვენგანს სურს მშვიდობა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ის უნდა იყოს სამართლიანი და გრძელვადიანი”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

 

მსგავსი თემები