ტრამპი ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსადგენად მაიამიში ჩავიდა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მაიამიში ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსადგენად უკვე ჩავიდა.  ტრამპი სასამართლოს წინაშე სამშაბათს უნდა წარსდგეს.

ტრამპს ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე ოფიციალურად წაუყენეს. აქედან 31 ეპიზოდში ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის განზრახ შენახვას ედავება.

პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტის სახლიდან დაახლოებით 13 000 დოკუმენტი ამოიღო  თითქმის 1 წლის წინ, 100 მათგანი გასაიდუმლოებული იყო.

მაიამის პოლიციის უფროსის თქმით, ფედერალური სასამართლოს შენობასთან დემონსტრაციებს ელოდებიან და მზად არიან, გაუმკლავდნენ ნებისმიერ პროტესტს, რათა დაიცვან უსაფრთხოების წესები.

მსგავსი თემები