,,უკრაინას თუ არ დავეხმარებით, ევროპას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება”- იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, დასავლეთი უკრაინას თუ არ დაეხმარება, ევროპას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება. მისი თქმით, საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან.

,,ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, რადგან მშვიდობა გვსურს. უკრაინას თუ არ დავეხმარებით, ევროპას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება და საქართველო, მოლდოვა და მრავალი სხვა ქვეყანა დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან. შესაბამისად, ჩვენ ამას ვაკეთებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ეს კონტრშეტევა ხელს თუ შეუწყობს უკრაინიდან რუსების გაძევებას, ეს უკრაინას თავისუფლებას დაუბრუნებს“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.

 

მსგავსი თემები