რუსეთმა გვიან ღამით კიევს საკრუიზო რაკეტებით შეუტია. რუსეთის ძალებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეეს კრივოი როგზეც.
დნეპროპეტროვსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 25 დაშავდა.
,,დაშავებულია 25 ადამიანი, მათგან 19 საავადმყოფოშია გადაყვანილი. ნანგრევების ქვეშ ისევ ხალხია. პირველიდან მეხუთე სართულამდე ბინები იწვის. ხანძარმა 700 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. მაშველები მუშაობენ”, – აცხადებს ლისაკი.
მისივე თქმით, დანგრეული საწყობის ნანგრევების ქვეშ სავარაუდოდ ადამიანები იმყოფებოდნენ. მათ მაშველები ეძებენ.