,,ჰაერში აზოტის ჟანგეულობის მაღალი კონცენტრაციაა”- რომელია ყველაზე დაბინძურებული უბნები?

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსა და  კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ჰაერში აზოტის ჟანგეულების მაღალი კონცენტრაციაა.

როგორც ნოე მეგრელიშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი  დედაქალაქში ფიქსირდება, სადაც დიდი რაოდენობის ავტომობილი გადაადგილდება ყოველდღიურად.

,,ჰაერის დაბინძურების კუთხით ორი პრობლემური დამბინძურებელი –  მყარი ნაწილაკები და აზოტის ჟანგეულები გვაქვს. აზოტის ჟანგეულები პირდაპირ კავშირშია ავტოტრანსტპორტის გამონაბოლქვთან. განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება დედაქალაქში, სადაც ყოველდღიურად დიდი რაოდენობის ავტომობილი გადაადგილდება. იმ ქუჩებზე, სადაც ყველაზე ინტენსიურია ავტომობილების მოძრაობა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსთაველის გამზირზე ფიქსირდება, შემდეგ მელიქიშვილზე, პეკინზე, დადიანზე, ქეთევან წამებულის გამზირი. ამრიგად, ყველა მსხვილ მთავარ გზაზე აზოტის ჟანგეულების გადაჭარბება გვაქვს, რიგ შემთხვევებში, ორჯერადი გადაჭარბებაც კი ფიქსირდება. 2022 წელს პირველად დაფიქსირდა ნორმის გადაჭარბება რეკრეაციულ ზონაში, 9 აპრილის პარკში.

2019 წლიდან კონცენტრაციების კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. ეს იმის შედეგია რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდა, მათ შორის ტექნიკური დათვალიერება, საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება. თუმცა 2022 წელს მატება გვაქვს, რაც პირდაპირ კავშირშია ავტომობილების ზრდასთან.  ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია”, – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში”.

“ჰაერში აზოტის ჟანგეულობის მაღალი კონცენტრაციაა” – ნოე მეგრელიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები